უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტში შეტანილია ახალი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით – The New York Times

უკრაინასა და -ს შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტში შეტანილია ახალი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით – The New York Times
სა და აშშ-ს შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტში შეტანილია ახალი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ The New York Times წერს.
უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების დროს აქტიურად ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა, მედია წერს, რომ ეს მითითება ბუნდოვანია და არ გულისხმობს რაიმე კონკრეტულ ვალდებულებას ამერიკის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
The New York Times-ის მიერ მოპოვებული შეთანხმების ასლში შეტანილია წინადადება, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, რაც განსხვავებულია წინა პროექტებისგან. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, უცნობია, არის თუ არა მოპოვებული დოკუმენტი შეთანხმების საბოლოო ვერსია.
The New York Times-ი 26 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტზე უკრაინელ მაღალჩინოსნებს ესაუბრა, რომლებმაც ანონიმურობის დაცვით დაადასტურეს, რომ დოკუმენტში შეტანილია ფორმულირება უსაფრთხოების შესახებ. მათი თქმით, შეთანხმება განიხილება, როგორც შესაძლებლობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო უწყვეტი მხარდაჭერისთვის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როგორც საომარი ძალისხმევის დახმარების, ისე ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის აღსრულების სახით. ასევე ირკვევა, რომ შეთანხმების პირველადი ხელმომწერები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი და უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო იქნებიან.
უკრაინის პრეზიდენტი აქტიურად ცდილობდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულება დოკუმენტში დეტალურად ყოფილიყო აღწერილი. თუმცა, წყარო ამტკიცებს, რომ ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაჟინებით ცდილობდნენ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ფრაზის ამოღებას დოკუმენტის წინა ვერსიებიდან. მისი თქმით, აშშ ამტკიცებდა, რომ ეს ფრაზა სცდება უკრაინაში წიაღისეულის მოპოვების უფლებებზე მოლაპარაკებების ფარგლებს.