სმარტფონების გლობალური მიწოდება 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 2.3%-ით, 1.26 მილიარდ ერთეულამდე – პროგნოზირებს International Data Corporation (IDC).
2024 წელს ზრდა 6.1% იყო.
Android-ის ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული სმარტფონების მიწოდება უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე iOS-ზე მომუშავე მოწყობილობები – 2,5%-ით წელიწადში 1,8%-ის წინააღმდეგ. IDC ამას ჩინეთში ახალი სუბსიდირების პროგრამით ხსნის, საიდანაც ძირითადად Android ისარგებლებს. Android სმარტფონების მიწოდება ჩინეთში გაიზრდება 5,6%-ით, ხოლო iOS-ის მიწოდება შემცირდება 1,9%-ით.
თუმცა, iOS მოწყობილობების მიწოდების ძლიერი ზრდა მოსალოდნელია განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია, სადაც ეს იქნება 18%, 2024 წელს 9%–თან შედარებით.
interfax




