სამხრეთ კორეის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით ჯარები გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში, იანვარსა და თებერვალში, დამატებითი ჯარები გაგზავნა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ იანვარსა და თებერვალში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, გარდა იმ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცისა, რომელიც უკვე იმყოფება ქვეყანაში უკრაინის ძალებთან საბრძოლველად.
გარდა ამისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენს წილ სამშობლოს ყიდი და არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მიყვები რუსებს. და, ამ სპეცოპერაციას გვიტარებ ჩვენ – გუშინ რუსთაველზე ერთად რომ ვიდექით