პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
შტაბის სხდომაზე, რომელშიც პრეზიდენტი მონაწილეობდა, ასევე დეტალურად განიხილეს ღამის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.
შტაბმა დეტალურად იმსჯელა თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას უკვე მოუგვარდა, მათ შორის საკვების, მედიკამენტების მიწოდების, გზის გაწმენდისა და ელექტრომომარაგების აღდგენის კუთხით.
აღინიშნა, რომ სამუშაოები აქტიურად გრძელდება, თუმცა რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაქსიმალური კოორდინაციისა და რესურსების პრიორიტეტიზაციის მნიშვნელობას. ირაკლი მ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდა, რათა მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდეს როგორც სამედიცინო მომსახურება, ისე – ელექტროენერგია.
ამ მიზნით გურიის რეგიონში უახლოეს საათებში მობილიზებული იქნება დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთვება.
შტაბის სხდომაზე განისაზღვრა ყველაზე კრიტიკული მიმართულებები, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება და რომლებზეც გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს, ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს

ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!

სანამ ბრიუსელი საქართველოში “დემოკრატიის უკუსვლის” შეჩერებით არის დაკავებული, ბელგიის პოლიცია საკუთარი ძალებით ვეღარ აჩერებს აბობოქრებულ კრიმინალურ ქანქარას და არმიას მიმართავს დასახმარებლად