ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც ზელენსკიმ თბილისში მიტინგზე თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს

ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც ზელენსკიმ თბილისში მიტინგზე თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს
ჩვენ არ ვიყავით ის მთავრობა, რომელმაც რაიმე ცუდი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ, მათ შეიფარეს, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები და გახსოვთ ალბათ პოროშენკოს ვიზიტიც იყო, შემდეგ, ზელენსკის ვიზიტიც იყო, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, გადაცემაში “ღამის კურიერი”.
სამხარაძის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ, თბილისში, აქციაზე შეკრებილებს მიმართა და კიევმა თბილისიდან ჩარტერული რეისების შესრულებაც მოითხოვა. ამას კი დაერთო ში საქართველოს ელჩის დან გამოძევება, რომელიც, სხვა ქვეყნების ელჩებისგან განსხვავებით, ომის დროსაც კი არ ტოვებდა უკრაინის დედაქალაქს.
“ეს ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც ზელენსკი გამოვიდა თბილისში მიტინგზე და თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს – ეს იყო პირველი. მეორე იყო, როდესაც მათ ელჩი, რომელიც ერთადერთი ელჩი იყო ს ელჩთან ერთად, რომელიც დარჩა კიევში და ეს ამბავი იცის საზოგადოებამ, ჩვენი ელჩი ამოიჩემეს და ის გამოაგდეს კიევიდან სამარცხვინოდ, მაშინ, როდესაც მაგალითად, ბელორუსის ელჩისთვის, საიდანაც ს ჯარები შევიდა უკრაინაში, არაფერი უთქვამთ. ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა და როგორც ჯო უილსონთან თუ ნებისმიერ სხვასთან მიმართებით, რაც არ უნდა ის ადამიანი იმ მომენტში იყოს გმირი და მსოფლიოს გადამრჩენელი, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არავის აპატიებს საქართველოს შეურაცხყოფას.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი