ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:
“სახელმწიფო ინსტიტუტების საყოველთაო ჩამოშლის დროს, თვალთახედვის არეალიდან არ უნდა გამოგვრჩეს რა ხდება წალენჯიხაში – ქალაქში, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება მართავს.
დააკვირდით როგორ მუშაობს მერია: ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მერის მოვალეობის შემსრულებლიდან დაწყებული, სოფლის რიგითი გამგებლით დამთავრებული ყველა ქუჩაშია, ყველა ხელმისაწვდომია.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ის რაც ხელისუფალის ვალდებულებაა, დღეს გამონაკლისად იქცა.
უნდა დავინახოთ განსხვავება, სხვანაირად უმადურობაა!
გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც დღეს ქართული სახელმწიფო არსებობს.
დარწმუნებული ვარ, არც ერთი წალენჯიხელი არ ნანობს 2021 წელს სულმნათი გია ხარჩილავას არჩევას.
ვანო ბურდული, თამარ ბელქანია, განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა.”
