აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას CNN-ი ავრცელებს.
“ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს”, – განაცხადა ტრამპმა და მადლობა გადაუხადა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტსა და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს.
ტრამპის თქმით, “შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”.
ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება“.
