Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად რჩება.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, „თავისუფლება მსოფლიოში 2025“ საქართველოს 100 ქულიდან 55 აქვს მინიჭებული. ორგანიზაციამ პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 34 ქულა მიანიჭა.
გასულ წელთან შედარებით საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა.
Freedom House-ი წერს, რომ გლობალური თავისუფლება უკვე ზედიზედ მე-19 წელია უკუსვლას განიცდის.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს არჩევნები 65 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩატარებული არჩევნების უმეტესობა კი საარჩევნო მანიპულაციებითა და ძალადობით გამოირჩა.
„არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს“, – ნათქვამია ანგარიშში
www.interpressnews.ge
