გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) –კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.