ანა დოლიძე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წარმომადგენელს შეხვდა

პარტია „ ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წარმომადგენელს შეხვდა.
დოლიძის თქმით, ის აწარმოებს შეხვედრებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ჰქონდეთ ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
„დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველო და ის ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში თავისუფლების დასაცავად აქტიურობენ, ევროკავშირიდან ფინანსურ მხარდაჭერას იმსახურებენ. ამისთვის ვაწარმოებ კამპანიას. ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებთან შეხვედრა მქონდა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მუშავდება მსგავსი ფინანსური მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას დოლიძის პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.