სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა

დიდთოვლობას ამ დრომდე ებრძვიან იმერეთში. თოვლია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები.
ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.
პრობლემების ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 790 აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 237 აბონენტს.
მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს