სახალხო დამცველი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს შეხვდა

2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს საქართველოში ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში მიგრანტთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობა განიხილეს.
ინფორმაციის მიხედვით, მხარეები ასევე, მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა