პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათს“ შესთავაზებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს შესთავაზებს „ოქროს ბარათს“, რომელიც ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და გზას გაუხსნის მოქალაქეობის მისაღებად.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 თებერვალს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოქროს ბარათი“ დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ეღირება. პროგრამა სავარაუდოდ, ორ კვირაში ამოქმედდება.
ტრამპის თქმით, ამ ბარათების მფლობელი მდიდარი და წარმატებული ხალხი -ში ბევრ ფულს დახარჯავს და დიდ გადასახადებს გადაიხდის.
შეკითხვას, შეძლებენ თუ არა „ოქროს ბარათების“ შეძენას რუსი ოლიგარქები, -ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია და იცნობს რამდენიმე რუს ოლიგარქს, რომლებიც მშვენიერი ხალხია
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლატნიკის ინფორმაციით, „ოქროს ბარათი“ შეცვლის იმიგრანტი ინვესტორებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამით დადგენილ ვიზას(EB-5). მინისტრის ინფორმაციით, „ოქროს ბარათის“ შეძენის მსურველებს შესაბამისი შემოწმების გავლა მოუწევთ.
ლატნიკის განმარტებით, „ოქროს ბარათი“ ფაქტობრივად, უკვე არსებული „მწვანე ბარათია“, რომლის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვთ.
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კონგრესის მიერ 1990 წელს დაკანონებული EB-5, რომლის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, აშშ-ში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლებას აძლევს უცხოელებს, რომლებიც სულ მცირე მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და მინიმუმ ათ ადამიანს დაასაქმებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია