ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, – ამის შესახებ ლანჩხუთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ასკურავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს, დღეს მოხალისეები საჭირო ნივთებს დრონებით მიაწვდიან.
„მაღალმთიანი სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მთიან სოფლებში ჩვეულებრივი ტექნიკა გზას ვერ გაწმენდს, ასეთი სოფლებია, აცანა, ათექი, ჩოჩხათი, კოკათი და სხვა. პირველადი მოხმარების საგნებს მოხალისეები დრონებით მიაწვდიან, სოფელში ჩარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”,- აცხადებს კახა ასკურავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)