ირაკლი შაიშმელაშვილი – შსს ყოფილ კოლეგებს ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს

შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანებს თავდაცვის სამინისტროდან კი იმის გამო ათავისუფლებენ, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს.
“მიმდინარე დღეებში, სახელმწიფოს, იმის ნაცვლად, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და კრიზისების მართვის ჯგუფი პრაქტიკაში გაეაქტიურებინა, შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს (fb-დან რატომ არ წამშალეს).. ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე, პეტიციით რომ გამოხატეს პოზიცია.
ამაზე მეტს, რა რეპრესიებს ელით?! მითუმეტეს, რა პოზიტიური მოლოდინი გაქვთ?!
დუმილით ქვეყანა ხომ დაანგრიეთ და ახლა საკუთარი მომავლის სარეცელზე ბოლო ლურსმანს აჭედებთ”,- წერს შაიშმელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად