გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს შპს “მტკვარი ჰესის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ამავე რაოდენობის, 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ ახალ საქმეს “გაზრდილ ზეწოლას” და “თანხის გამოძალვის ოპერაციას” უკავშირებს.
“შეფარდებული გირაო არ არის რაღაც ახალი ზეწოლა. უკვე ორი წელია რაც მეკრძალება ქვეყნის დატოვება, დაყადაღებული მაქვს მთელი ჩემი ქონება და წილები”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
საქართველოს პროკურატურამ შპს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დღეს, 25 თებერვალს, დილით წაუყენა. ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც ამ ბიზნესმენის წინააღმდეგ არის აღძრული. ორივე შემთხვევაში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ს ინტერესები.
ახალი ბრალის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“. სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დღეს წარდგენილი ბრალით ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ წიქვაძის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა – „თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში“. ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.

ადოვკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა – “თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში”. ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია