გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.