მამუკა მდინარაძე – დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, პოლიტიკური სვლები იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა

დღევანდელი გადასახედიდან, დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები, ს დამოკიდებულება, გათვლები, პოლიტიკური სვლები იყო აბსოლუტურად სწორი, ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს 3 წლის წინანდელი განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო პირველი, ვინც გაბედა და მშვიდობაზე დაიწყო საუბარი.
„დღევანდელ დღეს, სამი წლის წინ, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ, ვაჟკაცურად და სწორხაზოვნად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გაახმოვანა ერთადერთი სწორი პოზიცია.
დღევანდელი გადასახედიდან, დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები, პოლიტიკური სვლები და მმართველი პოლიტიკური გუნდის გათლები და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი, ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა.
ჩვენ სატრაბახო იცით რა გვაქვს, არამხოლოდ გადარჩენა მოვახერხეთ, ფიზიკური გადარჩენის პარალელურად, მოვახერხეთ ეკონომიკური წინსვლა ისეთი, რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე.
ჩვენი მთავარი გზავნილი იყო მშვიდობა, ამაში ვიყავით პირველები. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, მაშინ არავინ საუბრობდა. რამდენიმე ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც ამას ბედავდა, უნგრეთი, და ა.შ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ყველაზე მკაფიო პოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოვჩნდით, რომ ვიყავით მართლები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს საქართველო არ შეუერთდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება “ეროვნული და ხალხის ეროვნული ინტერესებით” ახსნა.