“პურზე წავიდა, წაიქცა გაუწმენდავ გზაზე და გაიყინა… ძმამ იპოვა” – ქობულეთი

დღეს გამთენიისას, ქობულეთში, თოვლში, 50 წლამდე გარდაცვლილი კაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
როგორც TV25.Ge-ს გარდაცვლილის ნათესავი უყვება, ცხედარი გარდაცვლილის ძმამ, სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.
“პურზე წავიდა გუშინ, შუადღისას. რომ არ დაბრუნდა სახლში, მისმა ძმამ იფიქრა, ალბათ სადმე შემორჩა, უგზოობის გამოო. რამდენიმე დღეა სოფელში არც შუქია, ტელეფონებით ვერ ვსარგებლობთ. შესაბამისად, ვერ დაუკავშირდნენ… თოვლი 1.20 სმ აღწევს… გზები გაუწმენდელია.. კვალიც კი არ ეტყობა თოვლს, ისეთი მდგომარეობაა. უკან დაბრუნებულა, სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში წაქცეულა გადაღლილი და გაყინულა. დღეს დილით გამთენიისას, მისი ძმა ნაძვების დასაფერთხად გავიდა, სადამდეც შეძლო.. და შემთხვევით იპოვა..
ყველაფერი იმის ბრალია, რომ დიდი თოვლი იყო და არ გაწმენდილა. საერთოდ კვალი არ ჩანდა თოვლზე.” – ეუბნება TV25.GE-ს გარდაცვლილის ნათესავი.
კაცის გაყინვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მერია და ამბობს, რომ “ჯერჯერობით” სოფლის გზების გაწმენდა არ დაწყებულა.
თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას