„გურია, ბათუმი, ქობულეთი … ქვეყანას პატრონი არ ჰყავს“ – სალომე ზურაბიშვილი

გურია, , ქობულეთი…ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, „ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული“.
„გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია. ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული. მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ 112-ს გზავნილი მოგვიწოდებს!“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა.