იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას

იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას
პირდაპირი მცდელობა იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი, მათ შორის, პრინციპული მნიშვნელობის იყო სანქციების არდაწესება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების თაობაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას.
„ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება, ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი.
მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით და მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა