ბათუმში უხვი ნალექის შედეგად, კოსტავას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა დაზიანდა. ამასთან, როგორც მოქალაქეები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, თოვლმა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ორი სახლის აივანი და სახურავიც დააზიანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დაზიანდა ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი და ვერანდები. როგორც გავიგეთ არავინ დაშავებულა, ნალექი არის ძალიან დიდი, მოსახლეობა სახურავების გამწენდას ვერ ასწრებენ, მალევე იწყება თოვა. მივმართავთ ადგილობრივ მთავრობას, გვესმის რთული ვითარებაა რეგიონში”,- აცხადებენ მოქალაქეები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას, მერიის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ. მათი ცნობით, მოსახლეობას ბათუმის მერია სათანადო დახმარებას აღმოუჩენს.
