საქართველოში კიდევ სამი დღის განმავლობაში ითოვებს

„ყველგან თოვლია, მაგრამ განსაკუთრებით თოვს აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში. ეს პროცესი მთავრდება 27 თებერვლის ღამით“,- ამბობს დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.
სამი დღე ითოვებს ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისშიც.
25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ისევ ღრუბლიანი ამინდი და თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ქარბუქი და ნისლიც. დაბლობში ღამით -5, 0° იქნება, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -16, -11°, დღისით -5, 0°.
25 თებერვალს უამინდობაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ბარში ტემპერატურა ღამით -8, -3°, დღისით კი -2, +3° იქნება; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -19, -14°, დღისით -10, -5°.
თბილისში სამი დღე თოვლია გამოცხადებული (+2 +4 გრადუსი), ღამეები კი ყინვიანი იქნება -3 და -5 გრადუსის ფარგლებში. მოღრუბლულობა და დაბალი ტემპერატურა თბილისში მთელი კვირა გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე