სალომე ზურაბიშვილი: გურია, ბათუმი, ქობულეთი … ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში რეგიონებში სტიქიის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანას პატრონი არ გააჩნია. ხელისუფლებას დაზარალებული მოსახლეობისადმი უყურადღებობას გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ადამიანები მხოლოდ 112-ის გამაფრთხიელებლი მესიჯების ამარა რჩებიან.

გურია, , ქობულეთი … ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112 ს გზავნილი, – წერს პრეზიდენტი.