ლუკა ტუღუში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის, წერს:
🆘🆘 მეგობრებო, აუცილებლად გაავრცელეთ და ყურადღებით გაეცანით პოსტის შინაარსს.
ძალიან რთულ სიტუაციაშია გურია ახლა, მესმის, რომ გვინდა დახმარება როგორც შეგვიძლია, განსაკუთრებით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ოჯახის წევრები იქ არიან, თუმცა მოხალისეობაც ძალიან საფრთხილო და საყურადღებოა!!
📌 კერძოდ:
– თუ მარტივად იღლებით და გიჭირთ თოვლის მასასთან გამკლავება, მხოლოდ დიდი სურვილის გამო თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ.
– ვისაც მოხალისეობა გსურთ, აუცილებელია ასევე იცოდეთ პირველადი დახმარების გაწევა, რადგან არ ვიცით როდის იქნება საჭირო დახმარება.
– აუცილებელია შესაბამისი სამოსი და ეკიპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ თოვლში გადაადგილება.
– მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ რადგან თოვლის სიმაღლე ძალიან დიდია, გაცილებით რთულდება ხმის გაგონება.
– უმჯობესია, ამ მოხალისეობის აქტივობაში ჩაერთოთ ისინი, ვისაც გაქვთ სამთო-სათხილამურო, ჰაიქინგ გამოცდილება.
– ასევე ის ადამიანები, რომლებმაც მინიმუმ სხვა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, იცით მანქანის ტარება მაინც.
– მნიშვნელოვანია სპეციალური ფეხსაცმლის ჯაჭვების გამოყენებაც ასეთ რთულ მდგომარეობაში გადასაადგილებლად.
ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ის შემთხვევა არაა, როცა თქვენი სურვილია მხოლოდ საკმარისი. აუცლებელია შესაბამისი რესურსიც რომ შევძლოთ დახმარება და არა პრობლემის უფრო მეტად გამწვავება.
ვისაც რა შეგვიძლია ის კონტრიბუცია გავწიოთ, რომ საქმე წინ წავწიოთ და მალე დავუბრუნდეთ ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს.
📞ვინც აპირებთ წასვლას მოხალისედ, გიზიარებთ რეგიონების მიხედვით საკონტაქტო პირების ინფორმაციას :
📍ოზურგეთი – კოკა – 571215926 – კოკა ჯახუტაშვილი
📍ლანჩხუთუ – ნინია – +393347579770 (whats app) – Ninia Baramidze
📍ქუთაისი (მიდიან მოხალისეები ქუთაისიდანაც) – 598 416 266 – კოსტა Kosta TsoTseria
📍 ჩოხატაურზე გამოგვეხმაურეთ ვინც აქტიურად ხართ ჩართულები….
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ესეც გამოგვივა!♥️
