ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს | ოპოზიცია შეხვედრაზე არ მიუწვევიათ

დღეს პრემიერმინისტრი, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. შეხვედრა სასტუმრო “შერატონში” გაიმართება, რომელსაც “ქართული ოცნების” წევრები, დიპლომატიური კორპუსი და უმრავლესობის დეპუტატები დაესწრებიან, თუმცა ოპოზიციონერებს მიწვევა არ მიუღიათ.
ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბევრს ისაუბრებს მიღწევებზე და წინსვლაზე, თუმცა შეეხება თუ არა ის მაგალითად რუსულ ოკუპაციას და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს, უცნობია. დიდი ალბათობით ღარიბაშვილი არც მედიის კითხვებს უპასუხებს. ემიგრაცია, სოციალურად დაუცველები, ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმები – ამ თემებზე კითხვებს, სავარაუდოდ, არავინ დასვამს. ოპოზიცია პოპულისტური გზავნილებით სავსე ანგარიშს ელოდება.
“ყველაფერზე ისაუბრებს რა წარმატებები გვქონდა თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, ყველაფერზე ისაუბრეს, რა არ აქვს სასაუბრო?! წარმატებებზე და რა არის გასაკეთებელი კვლავ კიდევ წარმატება რომ იყოს”, – ამბობს “ოცნების” დეპუტატი, ბეჟან წაქაძე.