დონალდ ტრამპი – ში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს – თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, გაგრძელდება – შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს

უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, ს პრეზიდენტი, უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში განთავსებულ ევროპულ ჯარებს „გარკვეული სახის მხარდაჭერას გაუწევს“.
„დიახ, ის ამას დათანხმდება. მე მას ეს ვკითხე. არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, თავის საქმეს დაუბრუნდება, უკრაინა და ევროპა კი თავისას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის“.
„შეიძლება ნაწილი. იმედი მაქვს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა