დონალდ ტრამპი – ზელენსკის შევხვდები, შეიძლება მიმდინარე ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს

შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდე, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
„არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.