ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილ პაკეტს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობაც 4.5 მილიარდი სტერლინგია (რაც თითქმის 6 მილიარდი დოლარია). შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.
დახმარების პაკეტი ყველაზე დიდია ომის დაწყებიდან დღემდე, რაც ბრიტანეთს უკრაინისთვის გადაუცია.
მადლობას ვუხდით ჩვენ ბრიტანელ მეგობრებს მათი ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე. ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას გამარჯვებისთვის და მშვიდობისთვის”, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება