ომის სამი წლის თავზე უკრაინა მეგობარი ქვეყნებიდან დახმარების ახალ პაკეტებს იღებს

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე მოკავშირე ქვეყნები სთვის სამხედრო და ფინანსური დახმარებების ახალი პაკეტების შესახებ აკეთებენ განცხადებას.
ესპანეთი 2025 წელს უკრაინის დასახმარებლად მორიგ მილიარდ ევროს გამოყოფს, რაც სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კიევში ჩასულმა ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მისი აღჭურვა და ამას კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაკეთებთ, ვიდრე წარსულში“, — განაცხადა სანჩესმა და დაამატა, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეუერთდეს, — „რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო თვეებში, უკრაინის გაწევრება ევროკავშირში ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება უკრაინელი ხალხისთვის“.
დამატებითი ჰუმანიტარული, სამხედრო და ენერგეტიკული დახმარება გამოყვეს სკანდინავიის ქვეყნებმა, ნორვეგიამ, შვედეთმა, მ და ფინეთმა, რომელთა ლიდერები ასევე კიევში იმყოფებიან.
დანიამ 405 მილიონი დანიური კრონა გამოყო (56.8 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარებისთვის და აღდგენითი სამუშაოებისთვის უკრაინაში. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, სიტუაცია უკრაინაში ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულია და 2025 წელს დაახლოებით 13 მილიონ უკრაინელს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება გაეროს მონაცემებით.
ამ უკანასკნელი დახმარების ჩათვლით, დანიის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართ ომის დაწყებიდან ერთ მილიარდ დანიურ კრონას აჭარბებს, რაც 140 მილიონ დოლარზე მეტია. დანიის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ ამ პერიოდის მანძილზე 7.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნორვეგია 12.5 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს ( 1.1 მილიარდი დოლარი), რომელიც გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოებისთვის.
ნორვეგიამ აქამდე ჯამში 35 მილიარდი ნორვეგიული კრონა (3 მილიარდი დოლარი) გამოყო. აქედან 12.5 მილიარდი ნორვეგიული კრონა სამოქალაქო ხარჯებისთვის არის განკუთვნილი, 22.5 მილიარდი ნორვეგიული კრონა (2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებისთვის.
შვედეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგებს, რომელთა ღირებულება 1.2 მილიარდი შვედური კრონაა (113 მილიონ დოლარზე მეტი). ეს თანხა ნაწილია იანვარში გაცხადებული დახმარების პაკეტისა, რომლის ღირებულება 13.5 მილიარდი შვედური კრონაა (1.3 მილიარდი დოლარი).
„ამ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის – მათი საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის“, — დაწერა კიევში თავისი ვიზიტის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა X-ზე.
ფინეთი, თავის მხრივ, გამოყოფს 4.5 მილიონ ევროს 2025-2027 წლებში უკრაინის მხარდასაჭერად და მისი სტაბილურობისთვის. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
2022-2024 წლებში უკრაინის დასახმარებლად ფინეთმა 4.3 მილიონი ევრო გამოყო.
კანადა ახორციელებს დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის უკრაინისთვის განკუთვნილი 50-მილიარდ დოლარიანი სესხისთვის პირველ შენატანს. კანადის წილი ამ სესხში 5 მილიარდ კანადურ დოლარს შეადგენს (3.5 მილიარდი ამერიკული დოლარი). ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომელიც ასევე კიევში იმყოფება. უკრაინისთვის მიცემული დიდი შვიდეულის სესხი უზრუნველყოფილი იქნება დასავლურ ბანკებში რუსული აქტივების შემოსავლით.
გარდა ამისა, კანადის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება მოიცავს საომარ ტექნიკას (25 ქვეითთა საბრძოლო, 2 დამხმარე ტექნიკა და 4 საჰაერო სიმულატორი) და ასევე ტყვია-წამალს, დრონების ნაწილებს და პირველადი დახმარების ნაკრებებს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კანადამ 4.5 მილიარდი კანადური დოლარი (3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი) გამოყო უკრაინის სამხედრო თვალსაზრისით დასახმარებლად, რაც მოიცავს სამომავლო დახმარებებსაც 2029 წლამდე.
უკრაინა მარტში დახმარების მორიგ ტრანშს ევროკავშირისგანაც მიიღებს 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა კიევში.
2025 წელს მოსალოდნელია, რომ უკრაინა ევროკავშირისგან დიდი შვიდეულის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების საკრედიტო ინიციატივისა და უკრაინის დახმარების ფარგლებში 35 მილიარდ ევროს მიიღებს. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 18.1 მილიარდი ევროს გაიღებს დიდი შვიდეულის 50-მილიარდ დოლარიანი სესხის ფარგლებში უკრაინისთვის. ამ სესხის ფარგლებში უკრაინამ 10 იანვარს უკვე მიიღო 3 მილიარდი ევრო, პირველი ტრანშის სახით.
ს განცხადებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ომის მიმდინარეობის მანძილზე 134 მილიარდი ევრო გაიღეს უკრაინის მხარდასაჭერად.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ იმსჯელეს. როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, ჯერჯერობით არ არსებობს საერთო თანხმობა დახმარების მოცულობასთან დაკავშირებით და ამაზე მსჯელობა მომავალ კვირას გაგრძელდება, თუმცა მინიმალური თანხა 20 მილიარდი ევროა და შესაძლოა 30 მილიარდსაც მიაღწიოს.