ჯო ბაიდენის გაჩერებულ ესკორტს მანქანა დაეჯახა

17 დეკემბერს დელავერის შტატში ქალაქ ვილმინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გაჩერებულ ესკორტს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი და მისი ცოლი საარჩევნო შტაბს ტოვებდნენ.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი პრეზიდენტის დაცვის მანქანას იმ დროს შეეჯახა, როდესაც ჯო ბაიდენი ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ საკუთარი მანქანისკენ მიდიოდა.
APnews წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მანქანას სედანის ტიპის მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც, გზის გაგრძელება სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს.
მომხდარის შედეგად ჯო ბაიდენი და მისი ცოლი არ დაშავებულან და ვილმინგტონში, საკუთარ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურს ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ