ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მიღებულია რუსეთის საწინააღმდეგო ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი.
ინდივიდუალური სანქციების სიაშია 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 74 ტანკერსა და გემს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უკრაინაში მოპარული ხორბალი.
რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით (SWIFT) სარგებლობა.
სანქციები დაუწესდა დამატებით 53 ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. მათ შორის არიან ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, სინგაპურის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და უზბეკეთის კომპანიებიც.
სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვასაც.
ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა რვა რუსულ მედიასაშუალებას. მათ შორის არიან: EADaily/Eurasia Daily, Fondsk, NewsFront, RuBaltic, Tvzvezda და Lenta.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?