სახალხო დამცველის ოფისთან თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები, ომბუდსმენს მოუწოდებენ, თემურ ქათამაძის საქმით დაინტერესდეს, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 39-ე დღეა შიმშილობს.
პარალელურად, ამ დროისთვის, ლევან იოსელიანის პირველ მოადგილესა და სტუდენტების ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ომბუდსმენის ოფისთან შეკრებილ სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება თემურ ქათამაძეს!“, „თემური საქართველოს უყვარს“.
თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.
