ლუკა მოდრიჩი “რეალში” კიდევ 1 წლით დარჩება

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “რეალი” გუნდის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაუხანგლძრივებს.
ხორვატი ამა წლის სექტემბერში 40 წლის ხდება, მაგრამ ეს “სამეფო კლუბს” არ აფრთხობს და თანამშრომლობის გაგრძელებას 2026 წლის ზაფხულამდე აპირებს.
ლუკას მიზანია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს. მიმდინარე სეზონში მან ჯამში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.