„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა

უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე – ინფორმაციას “ბიბლუსი ჯგუფი” ავრცელებს.
“გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა თანამშრომელს. ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.