კერძების ფასის კორექტირებას ვერ მოხდება, ნედლეულის ფასები იმდენად გაბერილია – ამის შესახებ BM.GE-სთან შეფმა, გურამ ბაღდოშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ბაზარზე ნედლეულის საბითუმო ფასები იმდენად მაღალი და სარისკო ნიშნულზეა, რომ ფასების კორექტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში საქართველოში მოყვანილი ბოსტნეულიც ძვირია.
„ნედლეული რაც მოდის საქართველოში, ეს იქნება მწვანილი, კიტრი, პომიდორი, რძის პროდუქტები და სხვა, ვიცით, რომ ზამთარში ბევრად ძვირია. ფასები დაახლოებით 70%-ით მაღალია. ამიტომ, ფასების კორექტირებას ვერ გააკეთებ. ვერ დაწევ ფასს, რადგან თვითღირებულებაზე ისედაც ძალიან აქვს სექტორს დარტყმული.
გახსოვთ, რომ სარესტორნო ბიზნესში 15% თუ 10%-იანი მომსახურების საკომისიო ჰქონდა, რომელიც კანონით აიკრძალა. ამიტომ, ჰორეკა სექტორში რესტრუქტურიზაცია მოხდა და რესტორატორებმა ფასები აიღეს, დაამატეს დღგ და ფასთან ერთად დაამრგვალეს. ამიტომ, დღესდღეობით ფასების დაკორექტირება შეუძლებელია“ , – ამბობს გურამ ბაღდოშვილი.
bm.ge
