„ლიონთან“ ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვა დაუსვეს – ჩაატარა თუ არა მან „პარი სენ ჟერმენში“ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა და ითამაშებს თუ არა „ლივერპულთან“?
„ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში, თითოეულისთვის საუკეთესო ვარიანტს ვეძებთ. ის ჯერ კიდევ ზრდის და ადაპტაციის პროცესშია. ჯერ 100%-იანი ადაპტაციისთვის არ მიუღწევია. გუნდური გადაწყვეტილებების ძიებაში ვართ, რომელიც ყველა მატჩში მაქსიმალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს“, – დიპლომატიურად უპასუხა ლუის ენრიკემ.
