ფრიდრიხ მერცი – მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა – დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, – ამის შესახებ კონსერვატიული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა “შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე” და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე”.
„ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა… დანარენი მსოფლიო არ გველოდება.
მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, – განაცხადა მან და დასძინა: „დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას“.
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)