ტრამპმა გერმანიის კონსერვატორებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

“როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა დიდ და ბევრ მოლოდინთან დაკავშირებულ არჩევნებში” – დიდი ასოებით წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე Truth Social, მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემებით ამ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს ხმების 28,5 პროცენტი ერგო.
“დიდწილად აშშ-ის მსგავსად, გერმანიის ხალხიც დაიღალა საღი აზრისგან დაცლილი დღის წესრიგისგან, განსაკუთრებით ენერგეტიკასთან და იმიგრაციასთან მიმართებით – რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოქმედებდა” – წერს ტრამპი. “ეს დიდი დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეეერთებული შტატებისთვის, დონალდ ჯეი ტრამპად წოდებული ჯენტლმენის ლიდერობის პირობებში. გილოცავთ ყველას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა” – დასძენს ის.
ტრამპის მრჩეველი, ილონ მასკი ღიად უჭერდა მხარს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD), რომელიც მეორე ადგილზე გადის, ხმათა დაახლოებით 20 პროცენტით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ