ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:
აკი “ოცნება” ტრამპის ადმინისტრაციაზე ვერ გავიდაო?! გასულა… თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ ჯერ არ გასულა და თანასპონსორად ამ რეზოლუციაზე რუსეთის ჩარევით დარეგისტირდა საქართველოს მთავრობა, ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერომ სწორედ მის რეზოლუციას უყაროს კენჭი და არა, უკრაინის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომ ამ ფაქტს “ოცნება” უდავოდ გამოიყენებს ტრამპის ადმინისტრაციისგან ბენეფიტების მისაღებად… შედეგებზე სამსჯელოა… რა ამის პასუხია და სომხეთის ელჩი ამერიკაში ინტენსიურად ურთიერთობს პენტაგონთან.
ცნობისათვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს – რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის “ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას” და გლოვობს “ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“.
ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.
“მას ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა”, – წერს The Wall Street Journal-ი.