ამ ღამით, რუსეთმა უკრაინაში რეკორდული რაოდენობის, 267 სასიკვდილო დრონი გაუშვა, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი აგრესორია და არავინ უნდა ენდოს მის სიტყვებს.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისთვის აგრესორის წოდების თავიდან აცილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია. არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს, ამის ნაცვლად, შეხედეთ მის ქმედებებს“, – წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის ტერიტორიას 267 დრონით და 3 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.
