კახა კალაძე – ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას

ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ განაცხადა, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ს წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების“, – განაცხადა კახა კალაძემ.