ანტირუსული აქციებში მონაწილეობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით მოქალაქეს ფინანსური სანქცია უკვე დაუწესა – ხალხი გაჩერებას არ აპირებს და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდებიც მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სახაზინო ტერორისგან თავის დასაცავად იდავონ ყველა ინსტანციაში. ამ გზით ევროპული მომავლის მცველები დროს მოიგებენ და ფონდებს ექნებათ საკმარისი დრო, დახმარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ჯარიმებს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებენ, მაშინ, ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, ფონდები დაზარალებულებს არ დაეხმარებიან.
“მე მინდა მოვუწოდო ყველა აქციის მონაწილე დაჯარიმებულს, ან პირებს, რომელსაც დააჯარიმებენ. პირველ რიგში, ვისაც შეგიძლიათ, რომ არ გადაიხადოთ, არ გადაიხადოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი არის უარის თქმა მათ ამ არაკონსტიტუციურ სანქციებზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიბმული აქვთ კომპანიები, არიან ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლები და ხელი უნდა მოაწერონ. ვისაც სხვა გზა არ აქვს, გასაგებია, რომ ეს გზა უნდა აირჩიონ.
უნდა მოხდეს გასაჩივრება ყველა ინსტანციაში და ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჯარიმების მეორე ნაწილის, რადგან შინაარსი სხვა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრდეს ყველა ინსტანციაში და ბოლომდე მივყვეთ და ამის შემდეგ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მარტო არავინ არ დავტოვებთ ჯარიმებთან ერთად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსების მოძიება და სწორი გზების ნახვა. ჩვენ გვჭირდება დრო და იმ შემთხვევაში თუ ჯარიმა არ იქნება ბოლომდე გასაჩივრებული, ჩვენ ამ ჯარიმას არ გადავიხდით“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
უფლებადამცველთა რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა ჯარიმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრონ. ჯარიმის გასაჩივრების შემდეგ სარჩელის განსახილველად შსს-ს 10 დღიანი ვადა აქვს. არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი მოქალაქეს ჯარიმის გასაჩივრება უკვე სასამართლოში შეუძლია. იურისტების თქმით, თუკი ყველა დაჯარიმებული მისთვის გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებს, სისტემა გადაიტვირთება და მოქალაქეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
“მეტი დრო უნდა მოვუგოთ და მეტხანს გავწელოთ ეს პროცესი. ამისთვის აუცილებელია, რომ როდესაც ჩაგაბარებენ ამ ჯარიმას, გაასაჩივროთ შსს-ში, პირველ რიგში. შსს ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს უნდა გაასაჩივროთ შემდგომ სასამართლოში. ორ ინსტანციაში არის ამის გასაჩივრება შესაძლებელი. ბევრი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან მზად, რომ სრულიად უფასოდ მოგემსახურონ ამ საჩივრის შეტანაში. ბაჟის გადადხა არ მოითხოვება სასამართლოშ ამ საჩივრის შეტანისას, ამიტომ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, გაასაჩივროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,რ ომ გაასაჩივრებთ ამ ოქმებს, ამ პერიოდის განმავლოვაში კანონში პირდაპირ წერია, რომ თქვენ არ გევალებათ ჯარიმის გადახდა. ამგვარად, მნიშნელოვანია, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს იმისთვის, რომ რაც მეტხანს გაგრძელდება პროტესტი, მით უფრო სუსტდება რეჟიმი,” – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
- თუ პოლიციამ დაგირეკათ და გითხრათ, რომ უნდა გამოცხადდეთ პოლიციის განყოფილებაში, სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად:
- მოითხოვეთ, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოგიგზავნონ თქვენს მისამართზე. (პოლიციელი თუ ტელეფონით გეუბნებათ რომ დაჯარიმდით ეს ჯარიმის ოქმი არ ითვლება ჩაბარებულად)
- როდესაც, სახლში მოგიტანენ ოქმს (არ აქვს მნიშვნელობა ხელს მოაწერთ თუ არა, მაგრამ ითვლება ჩაბარებულად). ამ წუთიდან გერთვებათ გასაჩივრების 10 დღანი ვადა. ავსებ მარტივ ფორმას და ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროშივე ასაჩივრებ დაჯარიმების უკანონო ოქმს, თუ რეჟიმმა ძალაში დატოვა ეს ჯარიმა, ამის შემდეგ გაქვთ კიდევ 10 დღე, რომ უკვე სასამართლოში გაასაჩივროთ, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გერთვებათ თანხის გადახდის ვალდებულება და შეგეძლებათ მიმმართოთ ხალხის დახმარების ფონდებს.
- თუ პოლიციას არ დაურეკავს, არც ჩაუბარებია თქვენთვის ჯარიმის ოქმი და გამოაქვეყნეს, ვებ გვერდზე protocols.ge. ოქმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღეში ითვლება ის ჩაბარებულად, ამის შემდეგ ირთვება უკვე პოლიციაში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების ვადები. (10-10 დღიანი ვადები).