რატომ არ სურს უკრაინას წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-თან ერთად 500 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნა
უკრაინამ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-თან ერთად 500 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ეს ფონდი უნდა გამხდარიყო შეთანხმების ნაწილი, რომელიც აშშ-ისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომას უზრუნველყოფა.
ამ ფონდს უნდა აენაზღაურებინა შეერთებული შტატების დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა კიევს მიაწოდა რუსეთის შეჭრის შემდეგ.
უკრაინა აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული დახმარების ფაქტობრივი თანხა დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც შეერთებულ შტატებს სურს მიიღოს მინერალების ხელშეკრულებით.
„ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატების მხრიდან გარანტიების არარსებობა მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის დახმარებისთვის 350 მილიარდი დოლარი გამოყო, ახლა კი მას სურს ამ თანხების დაბრუნება.
