საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში, 18 მეტრზე, დარბაზში, 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი მშვილდოსნები მოლდაველებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 6:2 მოიგეს.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
