ირაკლი კობახიძე – საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა, რაც ხელისუფლების დამსახურებაა

კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოში „1921 წლის სცენარი არ განმეორდა“.
„კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა, ასევე, უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იყო მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. ამასთან, იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები და ასევე, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს