ესტონეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას 25 მილიონი ევროთი ზრდის
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარებას 25 მილიონი ევროთი გაზრდიან.
“ესტონეთმა მიიღო კრიტიკული და აუცილებელი გადაწყვეტილება, გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება 25 მილიონი ევროთი. დამატებით ჩვენი ვალდებულებისა, გამოვყოთ ჩვენი მშპ-ს 0.25% უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და გავაკეთოთ მეტი, რათა უკრაინას ჰქონდეს რესურსი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად” – წერს მარგუს ცაჰკნა.
