Reuters: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას Starlink-ზე წვდომა შეუწყვიტოს, მინერალების საკითხის გამო

აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, ს შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, – წერს სააგენტო Reuters-ი, საკითხში გათვითცნობიერებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში -ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე.
Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის.
საკითხი ხელახლა წამოიჭრა ხუთშაბათს, შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა უკრაინის საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს, კით კელოგსა და ზელენსკის შორის, – ამბობს წყარო, რომელსაც შეხვედრის შესახებ შეატყობინეს.
შეხვედრაზე უკრაინას უთხრეს, რომ მას ამ სერვისზე წვდომას შეუწყვეტენ, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მის მნიშვნელოვან მინერალებზე.
“უკრაინა Starlink-ით მუშაობს”, – ამბობს წყარო. “Starlink-ის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება”.
ზელენსკიმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინის 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალებზე, რომლითაც კიევმა ვაშინგტონს ომში გაწეული დახმარების გამო უნდა გადაუხადოს, – უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ არ გამოსულა კონკრეტული გარანტიებით უსაფრთხოების თაობაზე.
ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ის და უკრაინის ჯგუფები შეთანხმებაზე მუშაობენ, ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება მალე გაფორმდება.
მასკმა Starlink-ის ათასობით ტერმინალი აამოქმედა უკრაინაში იმ საკომუნიკაციო სერვისების ჩასანაცვლებლად, რომლებიც ს ძალებმა გაანადგურეს, უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ. მასკს უკრაინაში გმირად მიიჩნევდნენ, თუმცა შემდეგ, 2022 წლის შემოდგომამდე მან სულ მცირე ერთ ჯერზე სისტემაზე წვდომა შეზღუდა – იმ ფონზე, როცა მისი როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ს მხრიდან ომის წარმოებისთვის, იუწყება Reuters-ი.
აშშ-ის კანონმდებლები ვერ თანხმდებიან ტრამპის ძალისხმევაზე, სწრაფი დასასრულის გზა გამოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრულებლად. ზოგიერთი კანონმდებელი ასევე კითხვებს სვამს მასკის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ფედერალური სააგენტოების დახურვის და ათასობით თანამშრომლის შემცირების მიზნით.
ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, მელინდა ჰერინგმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ Starlink-ი უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი სერვისია დრონების ოპერირებისთვის – რომელიც უკრაინის სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. “Starlink-ის დაკარგვა სურათს სრულად შეცვლის”, ამბობს ჰერინგი.
ვაშინგტონში უკრაინის საელჩომ, თეთრმა სახლმა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით არ უპასუხეს კომენტარის თხოვნას სააგენტოს მხრიდან. Reuters-ს არც Starlink-ის მფლობელი კომპანია, SpaceX-ი გამოხმაურებია.