24 თებერვალს გაეროში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რეზოლუციას წარადგენს

აშშ, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით, გაეროში რეზოლუციას წარადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სა და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობას, მიიღონ თავიანთი რეზოლუციის ტექსტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ -ს მოკლე, 3-პარაგრაფიან რეზოლუციაში, გამოთქმულია მწუხარება “რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის” მიმდინარეობისას დაღუპულების გამო და ხაზია გასმული იმაზე, რომ “გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა”.
გარდა ამისა, რეზოლუციაში მოთხოვნილია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა “კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის” ნაწილისთვის შესწორება წარადგინა და მას დაუმატა: “მათ შორის, მისი ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრის გზით”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ს ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილ ნებენზიამ აშშ-ს პროექტს “კარგი ნაბიჯი” უწოდა. რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თუ ს შესწორებას გენერალური ასამბლეა მიიღებს, მაშინ მოსკოვი მხარს დაუჭერს აშშ-ს რეზოლუციას.
გენერალური ასამბლეა ორშაბათს შეიკრიბება, რათა კენჭი უყაროს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც დეესკალაციისკენ, საომარი მოქმედებების ადრეული დასრულებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ