ტიაგო მოტა შესაძლოა, “იუვენტუსიდან” დაითხოვონ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გათავისუფლებაზე ფიქრობს.
მოგეხსენებათ, 4 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი 2-რაუნდიან დაპირისპირებაში პსვ-ისთან დამარცხდა და მისი სკამი გვარიანად შეირყა.
გავრცელებული ცნობით, “ვეკია სინიორას” ბოსები მოტას სეზონის ბოლომდე აცლიან და თუ კლუბმა ოთხეულში ადგილი ვერ მოიპოვა, აუცილებლად გაათავისუფლებენ.